-
ავტორი
- კატეგორიები: მთარგმნელი პოლიტიკოსი საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი
ქიქოძე გერონტი დიმიტრის ძე (8.IX.1888, სოფ. ბახვი, ოზურგეთის რ-ნი - 1.VIII.1960, თბილისი), ქართვ. მთარგმნელი, კრიტიკოსი, პოლიტიკოსი. სწავლობდა ლაიფციგის უნ-ტის ფილოსოფიის ფაკ-ტზე(1903-1905). დაბრუნდა საქართველოში და ჩაება რევოლუციურ მოძრაობაში (1905). თანამშრომლობდა სოციალ-დემოკრატიულ გაზეთებთან: „მოგზაური“; „დროება“ და „ახალი ცხოვრება“. თარგმნიდა ქართულად მარქსისტულ ლიტ-რას. დააპატიმრეს სამი კვირით პოლიტ. საბაბით, მაგრამ გაათავისუფლეს ოქტომბრის მანიფესტის ძალით (1906). დაბრუნდა ლაიფციგში და განაგრძო სწავლა (1907). დაასრულა ბერნის უნ-ტის ფილოსოფიის ფაკ-ტი (1909). გაზაფხულზე ავადმყოფობის გამო დაბრუნდა სამშობლოში, მუშაობდა „სახალხო გაზეთის“ რედაქციაში (1910). ქ. გ. ჟანდარმერიამ დააპატიმრა და მეტეხის ციხეში მოათავსა. ოთხი თვის პატიმრობის შემდეგ მიუსაჯეს კავკასიიდან გასახლება, თუმცა გენერალ მაყაშვილის შუამდგომლობის შემდეგ მისცეს გერმანიაში დაბრუნების საშუალება. ცხოვრობდა და მუშაობდა ბელგიაში, ბრიუსელში (1910-1913). ჩამოსცილდა სოციალ-დემოკრატიულ პარტიას და დაუახლოვდა ეროვნულ-დემოკრ. მიმართულების ჯგუფებს (1910-დან). ათავსებდა წერილებს გაზეთებში „სახალხო ფურცელი“ და „საქართველო“. გაზაფხულზე დაბრუნდა საქართველოში (1914). იყო ეროვნულ დემოკრ. პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი და მთ. კომიტეტის წევრი (1917). იყო საქართვ. ეროვნ. საბჭოს წევრი, ხელი მოაწერა დამოუკიდებლობის აქტს. რედაქტორობდა გაზ. „საქართველოს“, რ–იც იყო ედპ-ის ორგანო (1918). აირჩიეს დამფუძნებელი კრების წევრად ედპ-ის სიით, იყო ხელოვნების კომისიის მდივანი (1919). შემდეგ დატოვა პარტია და ფრაქცია და იყო დამოუკიდებელი დეპუტატი. საქართვ. სრ რევკომმა ის დასავლეთ საქართველოში გაგზავნა დემოკრ. რესპუბლიკის მთავრობასთან მოლაპარაკებისთვის, მაგრამ ეს მისია უშედეგოდ დასრულდა (1921). წელიწადნახევრის განმავლობაში იყო მიწათმოქმედების კომისრის მოადგილე (1921-1922). იყო გაზ. „კომუნისტის“ სტილისტი (1925-1929). იგი ერთ-ერთი ინიციატორი და მოთავეა ლიტ. დაჯგუფება „არიფიონისა“ და ალმანახ „არიფონის“ ხელმძღვ. ქ. გ. იყო მწერალთა კავშირის წევრი (1927-1928). თსუ-ში კითხულობდა დასავლეთ ევროპის ლიტ–რის ისტორიის კურსს (1930-1932). დაჯილდოებული იყო შრომის წითელი დროშის ორდენით და მედლებით „კავკასიის დაცვისთვის“ და „მამაცური შრომისთვის“. ავტორია კვლევების, სტატიებისა ლიტერატურაზე, ხელოვნებასა და ესთეტიკაზე: „სტატიები ხელოვნებაზე“ (1936); „ქართული ლიტერატურის ისტორია“ (1947); „მოგონებები, გამოსვლები, წერილები“ (1956); „ეტიუტები და პორტრეტები“ (1958). მისი პირველი წერილი გამოქვეყნდა გაზეთ „მოგზაურში (1905). თარგმნა ბალზაკის, სტენდალის, მერიმეს და სხვათა ნაწარმოებებს. ფრანგულიდან ნათარგმნი აქვს „ტრისტანი და იზოლდა“ (1925), „იტალიური ქრონიკები“ (1928), „სულნი სალხინებლისანი“(1929), „შაგრენის ტყავი“ (1931), „წითელი და შავი“ (1934), „ღმერთებს სწყურიათ“ (1938), შარლ პეროს ზღაპრები (1938), „ჩვენი დროის გმირი“ (1940), „უკანასკნელი დღე სიკვდილით დასასჯელისა“, „წერილები ჩემი წისქვილიდან“, ანატოლ ფრანსის „ღმერთებს სწყურიათ“ და სხვა. ქართულად თარგმნა უცხოელ მოგზაურთა ნაწარმოებები: პ. კარპინის „ისტორია მონღოლებისა“; გ. რუბრუკვისის „მოგზაურობა აღმოსავლეთის ქვეყნებში.
თხზ.: ქიქოძე, გ. (მთარგმნელი). (1929). სულნი სალხინებელისანი : ნოველა. ტფ., პოლიგრაფტრ. მე-2 სტ.; ქიქოძე, გ. (მთარგმნელი). (1931). შაგრენის ტყავი: ფილოსოფიური ეტიუდი. ტფ., სახელგამი; ქიქოძე, გ. (1946). ეტიუდები და პორტრეტები : კრიტიკული განხილვა. თბ., საბჭ. მწერალის გამ-ბა და სტ.; ქიქოძე, გ. (1991). ეროვნული ენერგია. თბ., გრ. ცხაკაიას გამოც.; ქიქოძე, გ. (2003). პატარა ერის ხვედრი : კრებული. თბ., უნ-ტის გამ-ბა, ISBN:9994013556.